მისია
ჩვენი გუნდი 20 წელზე მეტია აქტიურად მონაწილეობს მასშტაბური შემოქმედებითი პროექტებისა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელებაში. მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს აღიარებულ მუსიკოსებთან, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებთან, სცენარისტებთან, რეჟისორებთან, მუსიკოსებთან, მხატვრებთან, დიზაინერებთან.
ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt ოფიციალურად 2014 წელს დაარსდა, მისი მთავარი მისია ადამიანებისთვის დღესასწაულების შექმნა, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების სინთეზი და ცნობილი არტისტების გაერთიანებაა სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტებისთვის. კონცეპტუალური ხელოვნება, სათქმელის მიწოდების ფორმების ძიება და საზოგადოებისთვის სასარგებლო კულტურული პროექტების განხორციელება - ჩვენ ამ ღირებულებების გარშემო ვერთიანდებით.
წარმატებული და სახელოვანი არტისტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მათი ხმა, ჩართულობა და მოწოდებები გაცილებით ეფექტურ შედეგებს სძენს სოციალურ თემებს. კონცეპტArt თანამშრომლობს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდთან „იუნისეფი“. ერთობლივი პროექტები განხორციელდა კამპანიის „დაინახე ყველა ფერი“ ფარგლებში, რომელიც საზოგადოებას უბიძგებდა დაემსხვრია სტიგმები, აღმოეჩინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უნიკალური შესაძლებლობები.
კონცეპტArt შემოქმედებით და კორპორატიულ პროექტებს ახორციელებს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის პირველი კლასის საკონცერტო დარბაზებსა და თეატრებში.
როცა ერთად ვართ, მიუღწეველი ოცნებები არ არსებობს!
რას ვაკეთებთ
კონცეპტArt-მა პირველი პროექტი „მეხსიერების ბარათი - მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“, საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მის სამხატვრო ხელმძღვანელთან ნიკოლოზ რაჭველთან ერთად განახორციელა. პოპულარობითა და მაყურებელთა დასწრების სიმრავლით წარმოდგენა საქართველოში უპრეცედენტოდ იქცა. პირველივე პროექტმა წარმატებით შეასრულა მთავარი მისია - გაცილებით მეტი მხარდამჭერი შესძინა სიმფონიურ ორკესტრს და გაზარდა მოთხოვნა კლასიკური მუსიკის კონცერტების მიმართ.
Event Managment
- მსოფლიოში აღიარებული უცხოელი არტისტების მოწვევა და მათთან კოლაბორაცია
- სინთეზური შემოქმედებითი პროექტების შექმნა - მუსიკა, კინო, თეატრი, მხატვრობა.
- მნიშვნელოვანი გზავნილების მიტანა საზოგადოებამდე და სოციალური პროექტების გააქტიურება ცნობილ არტისტებთან ერთად
- კორპორატიული საღამოები
- მედიასთან ურთიერთობა და საკომუნიკაციო კამპანიების წარმოება
- მარკეტინგი და სტრატეგიული PR
- სარეკლამო რგოლების დამზადება, პოლიგრაფიული დიზაინი და ბეჭდვა
გუნდი
კონტაქტი
დაგვიკავშირდით
ელფოსტა: info@conceptart.ge
facebook: