დაიბადა სოხუმში, ბავშვობიდან გატაცებული იყო მხატვრობით, მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩააბარა თბილისის სახელმწიოფო უნივერსიტეტში სრულიად განსხავებული მიმართულებით - ეკონომიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, სადაც მხატვრულად აფორმებდა თსუ-ს ღონისძიებებს.
1993 წლიდან აქტიურად დაიყწო ახალგაზრდა მუსიკოსებისა და ჯგუფების კონცერტებისთვის სასცენო დიზაინის შექმნა. ასევე უნივერსიტეტის გუნდისთვის „მან-სან-კანი“, რომელიც გასტროლებს მართავდა სოჭში, კიევში, იურმალაში და სხვა. მის მიერ შექმნილი დეკორაციებითა და დიზაინით დაინტერესდა არაერთი ხელოვანი.
1997 წლიდან ვანო ჭელიძე აქტიურად ჩაერთო სატელევიზიო პროქტების სტუდიების მომზადებაში. 2003 წელს მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა სატელევიზიო გადაცემა ”ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად”. 2007 წლიდან ამერიკელ კონსულტანტებთან თანამშრომლობით დავით გოგიჩაიშვილთან და ირაკლი კაკაბაძესთან ერთად დაარსდა “ღამის შოუ სტუდია”. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მან დეკორაციების მომზადება სხვადასხვა გადაცემებითვის - ”შაბათის შოუ”, “კომედის შოუ” და სხვა.
2003-2010 წლებში მასტერ კლასები გაიარა ამერიკულ სატეველიზიო კომპანიებში: Warner Brothers, CBS, NBC, სადაც ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა და სატეველიზიო სტუდიებისთვის დეკორაციის მომზადების სპეციფიკის შესწავლა. 2007 წლიდან მისი მონაწილეობით შეიქმნა სერიალი “შუა ქალაქში”, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ივანე ჭელიძის დიზაინით შექმნილია 50-მდე სატელევიზო გადაცემის სტუდია, მათ შორის: „ღამის შოუ”, ”შუა ქალაქში”, ”გოგონა გარეუბნიდან”, ”ნანუკას შოუ”, ”შუა დღე”, ”ჯეოსტარი”, ”ცეკვავენ ვარსკვლავები” და სხვა.
ვანო ჭელიძე ასევე გახლავთ დამდგმელი მხატვარი მრავალი ცნობილი კონცერტის, მუსიკალური წარმოდგენის თუ კონცეპტუალური ექსპოზიციის: „მეხსიერების ბარათი - მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, გია ყანჩელისა, ანიტა რაჭველიშვილის, ნინო მაჩაიძის, პაატა ბურჭულაძისა და ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამოები, ფრანგი კომპოზიტორის ვლადიმერ კოსმას საავტორო კონცერტი, ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ საღამო, საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ აქციები, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის პროექტები, ფარნავაზ ლაპიაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, ქართული კინოსა და თეატრის კოსტიუმების გამოფენა და სხვა.
მისი მხატვრული კონცეფციითა და უშუალო მონაწილეობით არის განხორციელებული მასშტაბური პროექტები: ”თბილისობა 2015”, 2018-19 წლების საახალწლო პროექტები, თბილისის დედაინის ბაღში -“საახალწლო სოფელი”, 2018 წელს რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღნილი ღონისძიებები.