If you can dream it, you can do it

23.11.16
საავტორო პროექტი

დოკუმენტური ფილმი "სევდის ანგელოზები" ეძღვნება გია ყანჩელის 80 წლის იუბილეს

კონცეპტArt

კინოთეატრი ამირანი

პროექტის წარმდგენი: კონცეპტArt

პროდიუსინგი: თეონა ჯორნებაძე


 გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის  პრემიერა 


ვინ არიან სევდის ანგელოზები და როგორი იყო დიდი მაესტროს ცხოვრების გზა, ფილმი სევდიან და ამავე დროს იუმორით სავსე მუსიკაზე, ფილმი ადამიანზე, რომლის კონტრასტული დამოკიდებულება მოვლენებისადმი და ხასიათი ქმნიდა და ქმნის მსოფლიოს მიერ აღიარებულ სიმფონიურ თვითმყოფად მუსიკალურ ტილოს.

ფილმში მონაწილეობენ გრემის მფლობელი აღიარებული მუსიკოსი გიდონ კრემერი, რომელიც გია ყანჩელის  მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი გახლავთ, რობერტ სტურუა, გოგი მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ანანიაშვილი, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, გიორგი ცაგარელი.