If you can dream it, you can do it

16 დეკემბერი 2019 19:30

სანდრო გეგეჭკორი

საფორტეპიანო კონცერტი

სანდრო გეგეჭკორი

რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი

ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt 16 დეკემბერს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში წარმოგიდგენთ საერთაშორისო პრემიების ლაურეატის, პიანისტ სანდრო გეგეჭკორის საშობაო სოლო-კონცერტს. პროგრამაშია

ბეთჰოვენისა და ლისტის ნაწარმოებები.

სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. ის საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მართავს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში, ასევე გამოდის სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

2017 წელს  რახმანინოვის ოფიციალურმა საერთაშორისო სახლ - მუზეუმმა “ ივანოვკა “, დააარსა ახალი მუსიკალური ფესტივალი “ სანდრო გეგეჭკორი სერგეი რახმანინოვთან “.

“მაღალი პროფესიონალიზმი და შესრულების მანერა - სანდრო გეგეჭკორმა ბრწყინვალედ წარმოაჩინა ქართული საფორტეპიანო სკოლის შესაძლებლობები“ - აღნიშნავს რახმანინოვის საერთაშორისო სახლ - მუზეუმი “ ივანოვკა “. სანდრო გეგეჭკორს გამოსვლები ჰქონდა მსოფლიოს რამდენიმე ცნობილ საკონცერტო დარბაზში: კონცერტგებაუს სამეფო დარბაზი (ამსტერდამი), კაიზერის დარბაზი (ვენა), ნანჯინგის საკონცერტო დარბაზი (ნანჯინგი).

პროექტის წარმდგენი: Artists Union ConceptArt