სევდის ანგელოზები
CA Goes To Batumi
სევდის ანგელოზები
ბათუმის კინოთეატრი აპოლო
10 აგვისტოს გია ყანჩელს 87 წელი შეუსრულდებოდა. ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt ამ თარიღს წელს ბათუმის კინოთეატრ აპოლოში, ლეგენდარული კომპოზიტორის შესახებ მისივე სიცოცხლეში გადაღებული უკანასკნელი ფილმის „სევდის ანგელოზების“ ჩვენებით აღიშნავს.
"სევდის ანგელოზები" სცენარისტმა თეო ჯორბენაძემ რამდენიმე ქალაქში გადაიღო (ბერლინი, ბრუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი). ის მოგვითხრობს ხელოვანზე, ვისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი თავისუფლება იყო.
კინოთეატრ აპოლოში ჩვენებას დაესწრებიან და გია ყანჩელს გაიხსენებენ მისი უმცროსი მეგობრები და ფილმის მონაწილენი: ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი და სხვა.
ფილმი ნაჩვენები იქნება გია ყანჩელისადმი მიძღვნილი საფესტივალო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის წარმდგენია კონცეპტArt, მასპინძელი - Le Méridien Batumi
საინფორმაციო მხარდამჭერები - რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია ჰოლდინგი პალიტრა, საინფორმაციო ცენტრი 118-08.