If you can dream it, you can do it

27.12.17
საავტორო პროექტი

ნიკოლოზ რაჭველი - The Rest Is Silence

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი & კონცეპტArt

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი



პროდიუსინგი: ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი


საქართველოში პირველად შესრულდა ნიკოლოზ რაჭველის THE REST IS SILENCE, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა მილანში ლა სკალას თეატრის სცენაზე 2016 წლის 19 დეკემბერს.

ნაწარმოები, რომელიც სპეციალურად ანიტა რაჭველიშვილისთვის  შეიქმნა ეძღვნება იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკებში ფაშისტურ რეჟიმს სასტიკი წამებით ემსხვერპლა.

ნაწარმოებს საფუძვლად დაედო გამოჩენილი პოეტის პოლ ცელანის (1920-1970) ლექსი „სიკვდილი სფუგა“, რომელიც მან საკონცენტრაციო ბანაკში დაწერა. სამნაწილიან ვოკალურ ციკლში პოლ ცელანის ლექსის გარდა, გამოყენებულია ებრაული ნანა, რომელიც ხალხურ პოეზიაზე დაყრდნობით ებრაელ მწერალს და პოეტს ემანუელ ჰარუსს (1903-1979) ეკუთვნის და ქართველი მწერლის და პოეტის ვაჟა-ფშაველას (1861-1915) ლექსი „სიმღერა”, რომელიც აგრეთვე, მიესადაგება ნაწარმოების მხატვრულ შინაარსს.

https://youtu.be/eHPwenFmEnQ

სპეციალური სტუმარი

    ანიტა რაჭველიშილი - მეცო-სოპრანო

მონაწილე

    კახი სოლომნიშვილი - დირიჟორი 

    ნიკოლოზ რაჭველი - კომპოზიტორი და დირიჟორი 

    საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

-


    გორის სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდი

     ნინო წიკლაური - ქორმაისტერი 

    საფესტივალო გუნდი 

    გიორგი მარგველაშვილი - ქორმაისტერი