If you can dream it, you can do it

26 ივლისი 2020 20:00

ზვიად ბოლქვაძის საავტორო მუსიკის საღამო

გაითავისე ცა და ისუნთქე ....

ზვიად ბოლქვაძის საავტორო მუსიკის საღამო

უღრან ტყეში / ღია ამფითეატრი წყნეთში

ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt „უღრან ტყეში“ ზვიად ბოლქვაძის საავტორო საღამოზე გიწვევთ (წყნეთი, ბოლო გაჩერება, სუხიშვილის ქუჩა N1).

რატი ამაღლობელის ტექსტზე შექმნილი ზვიად ბოლქვაძის კომპოზიცია ჩვენი აქციის მთავარ ინსპირაციად იქცა. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ახალი თაობის მუსიკოსები: ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), გიორგი მარდალეიშვილი (ვიოლა), გიორგი ნადარეიშვილი (ჩელო).

სპეციალური სტუმრები: ლიზი რამიშვილი (ჩელო) & რატი ამაღლობელი.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგური ვითარების შეცვლის ან ამინდის გაუარესების შემთხვევაში კონცერტების თარიღები შესაძლოა შეიცვალოს. სურვილის შემთხვევაში შეძენილი ბილეთების თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

პროექტის წარმდგენი: Artists Union ConceptArt