If you can dream it, you can do it

14 ივნისი 2020 20:00

ცოტნე ზედგინიძე

პრემიერა "ზარები"

ცოტნე ზედგინიძე

lenø Sessions

14 ივნისს  ინტერაქციული ლაივსთრიმ პროექტის   lenø Sessions-ის სტუმარია 10 წლის ვუნდერკინდი, კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე. ცოტნე საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან“ ერთად წარმოადგენს დედის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნაწარმოების „ზარები“ პრემიერას. პედაგოგი ნინა მამრაძე.

ჩაგვერთეთ ZOOM-ით და პირადად ეკონტაქტეთ არტისტებს!

ცოტნემ ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა ხუთი წლის ასაკში დაიწყო მისი ბებიის - ნინა მამრაძის ხელმძღვანელობით, ექვსი წლიდან კი ქმნის იმპროვიზაციებსა და საკუთარი ნაწარმოებებს.

ცოტნე ზედგინიძის მოსმენისას გია ყანჩელმა აღნიშნა - „ეს არის ისეთი ფენომენი, როგორებიც საუკუნეში ერთხელ იბადებიან.“

პროექტის წარმდგენი: Artists Union ConceptArt