28  დეკემბერი 
                    2019
           20:00 
          
      ცოტნე ზედგინიძე
სოლო-კონცერტი
ცოტნე ზედგინიძე
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
ფონდი „იავნანა“ 28 დეკემბერს მუსიკალური საზოგადოების 2019 წლის მთავარი აღმოჩენის 10 წლის კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის სოლო-კონცერტს წარმოგიდგენთ.
ცოტნემ ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა ხუთი წლის ასაკში დაიწყო მისი ბებიის - ნინო მამრაძის ხელმძღვანელობით, ექვსი წლიდან კი - იმპროვიზირება და საკუთარი ნაწარმოებების შექმნა. იგი უფრო და უფრო დაინტერესდა მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის მუსიკით, უსმენდა და უკრავდა სხვადასხვა ოპერის კლავირს.
ცოტნე ზედგინიძის მოსმენისას გია ყანჩელმა აღნიშნა - „ეს არის ისეთი ფენომენი, როგორებიც საუკუნეში ერთხელ იბადებიან.“
            პროექტის წარმდგენი:
      ფონდი იავნანა