მსოფლიო კინომუსიკის შედევრები
გაეროს ბავშვთა ფონდი "იუნისეფი" & კონცეპტArt
მსოფლიო კინომუსიკის შედევრები
თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი
პროექტი "იუნისეფთან" ერთად ბავშვთა კონვენციის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.
წარმოდგენა, რომელშიც ასზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობს, მაყურებელთა დასწრებითა და პოპულარობით 2014 წლიდან დღემდე უპრეცედენტოა.
კინო, როგორც დიდი რეჟისორები მიიჩნევდნენ თავისი ბუნებით ყველაზე მეტად მუსიკას ჰგავს, რადგან მისი წარმატების საწინდარი განწყობის შექმნა და ემოციის პროგრესირებაა, ხოლო ნანახის გააზრება მხოლოდ შთაბეჭდილების მიღების შემდეგ ხდება.
მსოფლიო კინომუსიკის შედევრების მოსმენის პარალელურად ეკრანზე მაყურებელმა ნახა მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმების ფრაგმენტები და ლეგენდარულიკინო-მოღვაწეები: ჩარლზ ჩაპლინი, მარჩელო მასტროიანი, სოფი ლორენი, ანუკ ემე და სხვა.
მაყურებელთა ყურადღება ასევე მიიპყრო ამონარიდებმა ცნობილი ქართული ფილმებიდან და დიდი ქართველი არტისტების პორტრეტებმა, შესრულდა რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის გია ყანჩელის „ის აქ არის“ ფილმიდან „შერეკილები“.
საღამოს მსვლელობისას ნიკოლოზ რაჭველი მოგვითხრობს ჩარლზ ჩაპლინის, ფედერიკო ფელინისა და ნინო როტას, მიშელ ლეგრანის, ენიო მორიკონესა და სხვა დიდი ავტორების შესახებ. აგრეთვე, იმ ფასეულობების შესახებ, რომელსაც კინო და მუსიკა ერთობლივად ქმნიდნენ მაყურებლისთვის ათწლეულების მანძილზე.
მონაწილე
ნატალია ქუთათელაძე (მომღერალი)
გიორგი შამანაური (საყვირი)
რეზო კიკნაძე (საქსაფონი)
ანსამბლი "მძლევარი"
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი
პროდიუსინგი: კონცეპტArt