გზა ისევ შორია ...
გია ყანჩელი
გზა ისევ შორია ...
ახალი თეატრი
კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალი „CA Goes to...” 5 ივლისს სტარტს აიღებს და მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა ჟანრის არტისტებსა და პროექტებს გააერთიანებს. „CA Goes to“ ეწვევა თელავს, მუსიკალური გაჩერებები რაჭის რეგიონში, ქუთაისსა და ბათუმშიც იგეგმება.
ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და პირველ გაჩერებას „ახალი თეატრი“ უმასპინძლებს, სადაც 14 ივლისს ლეგენდარული გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
„გზა ისევ შორია“ - მაესტროს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ახალი თაობის მუსიკოსების მიერ შექმნილი ორიგინალური პროექტი, გია ყანჩელის მიერ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მინიატურები Georgian Six-ის შესრულებით.
ქეთევან ქართველიშვილი / ირაკლი ტყვაცირია / თორნიკე მერაბიშვილი / სოლიკო გოგილაშვილი / ზვიად მიჩილაშვილი / ვანო დვალიშვილი
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.