სოლიდარობის აქცია
თბილისის საერთაშორისო საგუნდო ფესტივალი & კონცეპტArt
სოლიდარობის აქცია
რუსთაველის თეატრი
8 აპრილი - სოლიდარობის აქცია რუსთაველის თეატრში
2016 წლის 8 აპრილს ჯაკომო პუჩინის Messa di gloria პირველად შესრულდა საქართველოში.საღამო უკანასკნელ პერიოდში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.
კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, ამერიკის ელჩმა საქართველოში ბატონმა იან კელიმ და იტალიის ელჩის მოადგილემ ბატონმა სტეფანო კრეშენციმ.
ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, გასტროლი არ გადადო და თბილისს ეწვევია ბელგიის გუნდი „სამარტინი“ დირიჟორ მარიან მიტეასთან ერთად.
„სამარტინის“ გუნდმა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საქველმოქმედო საღამო საფრანგეთში, თურქეთსა და ბელგიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს. საქართველოში პირველად შესრულდა პუჩინის შედევრი Messa di gloria, რომელიც შექმნილია სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისათვის.
სოლისტები:
მამია ახვლედიანი (ფორტეპიანო)
თამაზ საგინაძე (ტენორი)
ირაკლი მუჯირი (ბას-ბარიტონი)
სპეციალური სტუმარი
მარიან მიტეა (დირიჟორი)
მონაწილე
თამაზ საგინაძე (ტენორი)
ირაკლი მუჯირი (ბას-ბარიტონი)
-
General Partner - Italian Embassy In Georgia