If you can dream it, you can do it

17 დეკემბერი 2019 20:00

შოსტაკოვიჩის მეშვიდე სიმფონია

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი & ნიკოლოზ რაჭველი

შოსტაკოვიჩის მეშვიდე სიმფონია

სილქ ფაქტორი სტუდიოს პავილიონი

2019 წლის 17 დეკემბერს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი სილქ ფაქტორი სტუდიოს პავილიონში (კოსტავას ქ. 59) წარმოგიდგენთ დმიტრი შოსტაკოვიჩის სიმფონიას N7, დო მაჟორი, თხზ.90 სახელწოდებით „ლენინგრადული“.

სიმფონიაზე მუშაობა კომპოზიტორმა 1941 წლის დეკემბერში დაასრულა კუიბიშევში (ახლანდელი სამარა), სადაც 1942 წლის 5 მარტს მისი პრემიერა შედგა. თუმცა ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სიმფონიის ლენინგრადში შესრულება გახლდათ 1942 წლის 9 აგვისტოს. ალყაში მოქცეული ქალაქის რადიოს ორკესტრში იმ დროისათვის სულ 14 მუსიკოსი იყო დარჩენილი, ამიტომ დირიჟორ კარლ ელიასბერგს მოუხდა მოეწვია ყველა, ვისაც რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრა შეეძლო.  

მონაწილეობენ:

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

კახი სოლომნიშვილი, დირიჟორი

კონცერტის მხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია ბადაგონი

მხარდამჭერი: სასტუმრო „შოთა რუსთაველი“

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია ჰოლდინგი პალიტრა, საინფორმაციო პორტალი 118 08

პროექტის წარმდგენი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი