If you can dream it, you can do it

03 აგვისტო 2020 20:00

სანდრო გეგეჭკორი

ისუნთქე

სანდრო გეგეჭკორი

უღრან ტყეში / ღია ამფითეატრი წყნეთში

 3 აგვისტო  / დასაწყისი 20:00 / კარი გაიღება 17:00 საათიდან


სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. ის საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მართავს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში: კონცერტგებაუ - სამეფო დარბაზი (ამსტერდამი), კაიზერის დარბაზი (ვენა), ნანჯინგის საკონცერტო დარბაზი (ნანჯინგი). ასევე გამოდის სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

სანდრო   3 აგვისტოს „უღრან ტყეში“ The New Generation Music Festival /ახალი თაობის ვარსკვლავების სამდღიან ფესტივალს მეგობრებთან ერთად შეუერთდება.


მონაწილეობენ:       ანასტასია აღლაძე (ვიოლინო)

                                 სალომე ჟორდანია (ფორტეპიანო)

                                 მირიან კვალიაშვილი (ჩელო)

                                 


შესრულდება:  შოპენი - სონატა ნომერი 3, ნაწილი 4

რახმანინოვი - ელეგიური ტრიო შოსტაკოვიჩი - ტრიო ნომერი 1

იზაი - სოლო სავიოლინო სონატა ნომერი 3 “ბალადა”

სენ-სანსი - რონდო კაპრიჩიოზო

ფრანც ლისტი - სონატა სი მინორი


ახალი თაობის ვარსკვლავების ფესტივალი 2019 წელს პირველად გაიმართა, მთავარი იდეა ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენა და მათი სამომავლო ხელშეწყობა გახლავთ.


პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.


ქვეყანაში ეპიდემიოლოგური ვითარების შეცვლის ან ამინდის გაუარესების შემთხვევაში კონცერტების თარიღები შესაძლოა შეიცვალოს. სურვილის შემთხვევაში შეძენილი ბილეთების თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

პროექტის წარმდგენი: Artists Union ConceptArt