სანდრო გეგეჭკორი
საფორტეპიანო კონცერტი
სანდრო გეგეჭკორი
livestream project by lenø Sessions
27 ივნისს 20:00 ინტერაქციული ლაივსთრიმ პროექტის lenø Sessions-ის სტუმარია საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პიანისტი სანდრო გეგეჭკორი. ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt” სანდროს საფორტეპიანო კონცერტს წარმოგიდგენთ რახმანინოვის მუზეუმისა და „Klassiek op het Amstelveld“-თან ერთობლივად. შესრულდება ბახის, მოცარტის, შოპენისა და რახმანინოვის ნაწარმოებები.
ჩაგვერთეთ ZOOM-ით და პირადად ეკონტაქტეთ არტისტებს!
სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. ის საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მართავს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში: კონცერტგებაუ - სამეფო დარბაზი (ამსტერდამი), კაიზერის დარბაზი (ვენა), ნანჯინგის საკონცერტო დარბაზი (ნანჯინგი). ასევე გამოდის სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
2017 წელს რახმანინოვის ოფიციალურმა საერთაშორისო სახლ - მუზეუმმა “ ივანოვკა “, დააარსა ახალი მუსიკალური ფესტივალი “სანდრო გეგეჭკორი სერგეი რახმანინოვთან “.