ოპერა ტყეში
ისუნთქე
ოპერა ტყეში
უღრან ტყეში / ღია ამფითეატრი წყნეთში
25 ივლისი / დასაწყისი 20:00 / კარი გაიღება 17:00 საათიდან
აღიარებული ტენორი ოთარ ჯორჯიკია, რომელმაც 2020 წელს ლა-სკალას თეატრის სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ სპექტაკლში „ტოსკა“ მთავარი პარტია შეასრულა, მეგობრებთან ერთად „უღრან ტყეში“ გიმასპინძლებთ. შესრულდება ცნობილი არიები და დუეტები ვერდის, პუჩინის, დონიცეტის ოპერებიდან.
მონაწილეობენ:
მარიამ ნაჭყებია (სოპრანო)
მარიამ როინიშვილი (სოპრანო)
ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო)
ბესიკ კალანდაძე (ბარიტონი)
გიორგი გოდერძიშვილი (ბანი)
ხათუნა ლოლაძე (ფორტეპიანო)
ირინა აივაზოვა (ფორტეპიანო)
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგური ვითარების შეცვლის ან ამინდის გაუარესების შემთხვევაში კონცერტების თარიღები შესაძლოა შეიცვალოს. სურვილის შემთხვევაში შეძენილი ბილეთების თანხა უკან დაგიბრუნდებათ.