ფესტივალის გახსნა
Bad Habitz.
ფესტივალის გახსნა
არტოს ბაღი
5 ივლისს გია ყანჩელის სახელობის „არტოს ბაღში“ ყველანი ერთად აღვნიშნავთ CA Goes To ფესტივალის გახსნას. საღამოს მთავარი გმირები იქნებიან - ერეკლე გეწაძე და ელენე კალანდაძე საპრემიერო პროექტით Bad Habitz. 80-იანი წლების მელოდიური ვოკოდერის ხმა და თანამედროვე რეპის სინთეზი Bad Habitz-ის მუსიკალურ ფაქტურას განსაკუთრებულად საინტერესო ხდის. კოლაბორაცია მოიცავს ჯაზის, ფანკის, EDM-ის და ჰიპ ჰოპის ელემენტებს.
ერეკლე გეწაძე არაერთი თეატრალური სპექტაკლის მუსიკის ავტორია, 2019 წელს ის “Ika Awards” აღმოჩენად იქცა, 2020 წელს კი ბრიტანული რადიოს #RadioSelector კონკურსის პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “ხალხის რჩეული”. ის ასევე გახლდათ ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ კულტურის დაჯილდოების “ელექტრონავტი”-ს 2020 წლის აღმოჩენა.
ელენე კალანდაძესთან მისი კოლაბორაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ელენე ვოკალისტთა არერთი კონკურსის ფინალისტია, მათ შორის ისრაელის წამყვანი კონკურსის “Next Star” - ის მონაწილე, ვოკალურ-ქორეოგრაფიული სტუდია “Teen Club” - ის თანადამფუძნებელი.
5 ივლისს ფესტივალის გახსნაზე მოსულ მსმენელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ყველა ის არტისტი, ვინც ConceptArt-ის მოძრავ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის გახსნის ფინალი კი რა თქმა უნდა - Jam Session იქნება.
იმოძრავე ჩვენთან ერთად!
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.