ნიკოლოზ რაჭველი & ცოტნე ზედგინიძე
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი & გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი)
ნიკოლოზ რაჭველი & ცოტნე ზედგინიძე
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
წელს, მთელი მსოფლიო ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებს უერთდება კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და 2019 წლის 1 ოქტომბერს საკონცერტო სეზონს გაეროს ბავშვთა ფონდთან (იუნისეფთან) ერთობლივი ღონისძიებით გახსნის. პროექტის მიზანია საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიაპყროს იმ ბავშვებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.
კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება და ნიკოლოზ რაჭველი მსმენელს 10 წლის ცოტნე ზედგინიძეს წარუდგენს, რომელიც მუსიკალური საზოგადოებისთვის 2019 წლის მთავარ აღმოჩენად იქცა. ნიკოლოზ რაჭველმა მას ქართველი „მოცარტი" შეარქვა. ვუნდერკინდი მუსიკოსი ადრეული ასაკიდანვე გასაოცარ მუსიკას ქმნის და ასევე, ურთულეს საფორტეპიანო რეპერტუარს ასრულებს.
კონცერტზე შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, დმიტრი შოსტაკოვიჩის, ჯონ ადამსის, ნიკოლოზ რაჭველისა და ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოებები.
კონცერტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt.
ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია ბადაგონი.
საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია ჰოლდინგი პალიტრა, საინფორმაციო პორტალი 118 08
პროდიუსინგი: ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი & კონცეპტArt