If you can dream it, you can do it

27 დეკემბერი 2021 20:00

ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

სანდრო გეგეჭორი & ლიზი რამიშვილი

ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

2021 წლის 27 დეკემბერს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოგიდგენთ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს. სოლისტების რანგში მსმენელის წინაშე წარსდგებიან პიანისტი სანდრო გეგეჭკორი და ჩელისტი ლიზი რამიშვილი, რომლებიც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს შეასრულებენ. აგრეთვე, შესრულდება ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის - თორნიკე ფოფხაძის ნაწარმოების პრემიერა - სახელწოდებით Mox Adventu ორკესტრისა და გუნდისთვის.

მონაწილეობენ:

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი

სანდრო გეგეჭკორი, ფორტეპიანო

ლიზა რამიშვილი, ჩელო

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა

პროგრამა:

პიოტრ ჩაიკოვსკი - საფორტეპიანო კონცერტი N1 თხზ.23

თორნიკე ფოფხაძე - Mox Adventu (მსოფლიო პრემიერა)

პიოტრ ჩაიკოვსკი - ვარიაციები როკოკოს თემაზე ჩელოსა და ორკესტრისთვის თხზ.33

კონცერტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია ბადაგონი

საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია ჰოლდინგი პალიტრა, საინფორმაციო პორტალი 118 08