14 აგვისტო
2016
20:00
მწვანე საქართველო - ჯანსაღი მომავალი
კონცეპტArt & საქართვლოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
მწვანე საქართველო - ჯანსაღი მომავალი
ალექსანდრეს ბაღში ცნობილმა საოპერო მომღერლებმა, აქციის - „მწვანე საქართველო - ჯანსაღი მომავალი“ ფარგლებში, გალა-კონცერტი გამართეს.
კონცერტში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდა, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი და რეზო ჯავახიშვილი დირიჟორობდნენ. შესრულდა ცნობილი საოპერო დუეტები და არიები.
პროექტი, რომლის ინიციატორები ქართველი საოპერო მომღერლები ანიტა რაჭველიშვილი და ოთარ ჯორჯიკია იყვნენ, მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და დედაქალაქში გამწვანებისა და დასუფთავების მიზნით ჯანსაღი გარემოს შექმნას.
პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის წარმდგენი:
ხელოვანთა გაერთიანება "კონცეპტArt" & საქართვლოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი