If you can dream it, you can do it

20 ივნისი 2024 20:00

ლიზი კაკაბაძე

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი

ლიზი კაკაბაძე

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში

20 ივნისს ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt წარმოგიდგენთ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატის ლიზი კაკაბაძის საფორტეპიანო კონცერტს.

ლიზი ამჟამად, სწავლობს Texas Christian University-ის მაგისტრატურაში. პირველი საერთაშორისო პრემია მან 11 წლისამ დაიმსახურა, 2012 წელს რომში გამართულ მოცარტის კონკურსზე. ლიზიმ ასევე მოიპოვა I პრემია მალტას საერთაშორისო კონკურსზე - Valletta International Piano Competition. 2018 წელს კი აირჩიეს საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის - Vienna International Pianists-VIP Academy.

2022 წლის ივნისში ლიზი მიიწვიეს და აირჩიეს ასეულ აპლიკანტს შორის ფესტივალზე: XII Katowice International Piano Masterclasses, კატოვიცე,პოლონეთი.

2023 წლის ოქტომბერს კი ლიზიმ აიღო I პრემია საერთაშორისო კონკურსზე MTNA.

პროგრამაშია:

ფ.შოპენი - 24 პრელუდი თხზ.28

ფ.შოპენი - საფორტეპიანო კონცერტი თხზ.21 N. 2 - ფა მინორი

საინფორმაციო მხარდამჭერები - რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, „მედია პალიტრა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08.