If you can dream it, you can do it

10 აგვისტო 2021 20:00

გია ყანჩელი

მაესტროს იუბილესადმი მიძღვნილი საღამო

გია ყანჩელი

ბათუმის მუსიკალური ცენტრი

10 აგვისტოს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 86 წელი უსრულდება.კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალი 'CA Goes To.."ამ თარიღს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აღნიშნავს იმ მუსიკოსებთან ერთად, ვისთანაც მაესტროს დიდი მეგობრობა და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა. 

გია ყანჩელის ყველასათვის საყვარელ მელოდიებს შეასრულებენ:  ლიზა ბაგრატიონი, ქეთევან ქართველიშვილი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე.

მაესტროს ცნობილ პიესებს პროექტიდან  "წერილები მეგობრებს" მაყურებელი  გიორგი ცაგარელისა და  საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით მოისმენს  ნიკოლოზ რაჭველთან ერთად. 

სპეციალური სტუმარი - ბექა გოჩიაშვილი 

პროექტი ხორციელდება ბათუმის მერიის პატრონაჟით.

გენერალური პარტნიორი - სმარტ კაპიტალ ჯგუფი.

პროექტის წარმდგენი: Artists Union ConceptArt