გია ყანჩელი / სევდის ანგელოზები
ისუნთქე
გია ყანჩელი / სევდის ანგელოზები
უღრან ტყეში / ღია ამფითეატრი წყნეთში
გია ყანჩელი „სევდის ანგელოზები“
9 აგვისტო, დასაწყისი 20:00 / კარი გაიღება 17:00 საათიდან
9 აგვისტოს „უღრან ტყეში“ შესრულდება გია ყანჩელის უკვდავი მელოდიები და გაიმართება მაესტროს შესახებ გადაღებული ფილმის “სევდის ანგელოზები“ კინოჩვენება, ფილმის ავტორია თეონა ჯორბენაძე.
„სევდის ანგელოზები“ გადაღებულია გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკონცერტო ტურნეს პარალელურად რამდენიმე ქალაქში (ბერლინი, ბრუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი).
ფილმი მოგვითხრობს ხელოვანზე, ვისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი ღირებულება თავისუფლება იყო.
ფილმში მონაწილეობენ: გიდონ კრემერი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და სხვა.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგური ვითარების შეცვლის ან ამინდის გაუარესების შემთხვევაში კონცერტების თარიღები შესაძლოა შეიცვალოს. სურვილის შემთხვევაში შეძენილი ბილეთების თანხა უკან დაგიბრუნდებათ.