If you can dream it, you can do it

09 აგვისტო 2023 16:16

გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფესტივალი

გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფესტივალი

ბათუმი

10 აგვისტოს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 88 წელი შეუსრულდებოდა. ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt ამ თარიღს მეოთხე წელია სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტით აღნიშნავს. წელს გია ყანჩელის ხსოვნას  5 საფესტივალო საღამო მიეძღვნება.  კონცეპტArt-თან ერთად ფესტივალის წარმდგენები იქნებიან თიბისი კონცეპტი და Mastercard,  გენერალური პარტნიორი  -  „ლუტეცია“.  

პროგრამის გახსნას 9 აგვისტოს სასტუმრო „ლე მერიდიენი“ უმასპინძლებს, მსმენელის წინაშე საერთაშორისო აღიარების ჩელისტი ლიზი რამიშვილი და ამერიკიდან მოწვეული პიანისტი არსენი მუნი წარსდგებიან. 10 აგვისტოს გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილ პიესებს ცნობილი პიანისტი ნინო ჟვანია და უკრაინიდან მოწვეული მევიოლინე გრიგორი ამბარცუმიანი შეასრულებენ.

13 აგვისტოდან პროექტი ზღვის სანაპიროზე მდებარე საკონცერტო სივრცეში „სფეროში“ გადაინაცვლებს. პირველივე საღამოს  ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბაგრატიონი და ნატო მეტონიძე წარსდგებიან მსმენელის წინაშე ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად.

14 აგვსტოს მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მერაბ სეფაშვილისა და ახალი თაობის მუსიკოსების კოლაბორაციით შექმნილ პროექტს - „დიალოგი ზღვასთან“. მონაწილეობენ - ნიკა ნიკვაშვილი, ლიზი რამიშვილი, პაატა ანდრიაძე, ლაშა დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე, ეკა დოლიძე, ბექა ცხომელიძე. 

15 აგვისტოს ფესტივალი საზეიმო დახურვას კვლავ „სფერო“ უმასპინძლებს, საღამოს კონცეფცია და დრეს კოდი იქნება WHITE PARTY. თეთრ სამოსში მოსული სტუმრები ახალი თაობის გამორჩეული არტისტების მიერ ჯაზის, ელექტრონული და საავტორო მუსიკის სინთეზით შექმნილ მუსიკალურ პერფორმანსს დაესწრებიან. მონაწილეები: ლიზი რამიშვილი /ლუკა თოფურია / თემურიკო დიასამიძე /პაპუნა შარიქაძე / ლაშა დეისაძე / გიორგი კაპანაძე / დათო გოგისვანიძე.

სპეციალური სტუმარი - ნოდარიკო ხუციშვილი.

საღამოს ბოლო ნაწილი DJ Diassamidze

იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი - თეო ჯორბენაძე .