If you can dream it, you can do it

03 დეკემბერი 2019 19:30

გია ყანჩელი / ქარით დატირებული

გივი ორჯონიკიძისადმი მიძღვნილი საღამო

გია ყანჩელი / ქარით დატირებული

Silk Factory Studio

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი  3 დეკემბერს გია ყანჩელის   „ქარით დატირებულს“ შეასულებს!

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი სილქ ფაქტორი სტუდიოს პავილიონში (კოსტავას ქ. 59) წარმოგიდგენთ გივი ორჯონიკიძის დაბადებიდან 90 და გარდაცვალებიდან 35 წლისთავსადმი მიძღვნილ საღამოს, რომელიც დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია „მუსიკა კულტურის კონტექსტში“ ფარგლებში.

მონაწილეობენ:

წმინდა სამების საპატრიარქო გუნდი

სვიმონ ჯანგულაშვილი, დირიჟორი

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

ნიკოლოზ რაჭველი / დირიჟორი

გიორგი ცაგარელი/ ალტი

პროგრამა:

ქართული საგუნდო მუსიკა

გია ყანჩელი - გივი ორჯონიკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტურგია ორკესტრისა და სოლო ალტისათვის „ქარით დატირებული“

კონცერტის მხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია ბადაგონი

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია ჰოლდინგი პალიტრა, საინფორმაციო პორტალი 118 08

პროექტის წარმდგენი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი