If you can dream it, you can do it

09 აპრილი 2022 19:30

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი & ნიკოლოზ რაჭველი

სოლიდარობის აქცია

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი & ნიკოლოზ რაჭველი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

9 აპრილს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სოლიდარობის აქცია-კონცერტს წარმოგიდგენთ. საქველმოქმედო საღამო 1989 წლის 9 აპრილსა და უკრაინის 2022 წლის ომში თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს მიეძღვნება. შესრულდება ქართველი და უკრაინელი ავტორების ნაწარმოებები.

შემსრულებლები:

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი

ლორან კორსია, ვიოლინო

გიორგი ცაგარელი, ვიოლა

გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.

პირველ განყოფილებაში შესრულდება ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური სურათი „რატომ“ და უკრაინელი კომპოზიტორის - ვალერი ანტონიუკის სიმფონია N5 „ომის შესახებ“, რომელიც კომპოზიტორმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველისთვის შექმნა.

ხოლო მეორე განყოფილებაში შესრულდება გია ყანჩელის „სევდის ანგელოზები“ სოლისტების, გოგონათა გუნდისა და კამერული ორკესტრისათვის.

დასაწყისი - 19:30 საათი.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი ფოტოგრაფები აქციით #we_are_in_the_same_boat #voices_from_Georgia, ოპერის თეატრის ფოიეში მოწყობილ სპეციალურ სივრცეში ნებისმიერ მსურველს შეეძლება ფოტოს გადაღება და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შემოწირულობის გაღება, რაც შემდგომში მხარდამჭერ ტექსტთან ერთად ინსტაგრამ გვერდებზე განთავსდება. იდეის ავტორები - მარინა კარპი და ევგენი ეფანოვი.

პარტნიორი: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

პროექტის გენერალური პარტნიორი - ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია „ბადაგონი“

მხარდამჭერი კომპანიები: Aptos, Imedi L, Crystal

საინფორმაციო მხარდამჭერები: მედია ჰოლდინგი „პალიტრა“, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08