If you can dream it, you can do it

08 დეკემბერი 2022 20:00

ქართული კინომუსიკის შედევრები

მეხსიერების ბარათი #2

ქართული კინომუსიკის შედევრები

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი

8 დეკემბერს, ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt უნიკალური სანოტო და ვიზუალური საარქივო  მასალებით შექმნილ ეროვნულ პროექტს წარმოგიდგენთ.


ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორებისა და რეჟისორების შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერთ მუსიკალურ წარმოდგენად. მოგზაურობა ქართული კინოსა და მუსიკის სამყაროში ნიკოლოზ რაჭველთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და  აღიარებულ სოლისტებთან ერთად: ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, ეკა მამალაძე, ნინო ქათამაძე, "ცისფერი ტრიო", დავით ჯაფარიძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ვანო ხაჩიძე (Vaniano), დიტო საკანდელიძე.

მუსიკალური კონცეფციისა და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორი -

ნიკოლოზ რაჭველი

სცენარის ავტორი და რეჟისორი - თეონა ჯორბენაძე

დამდგმელი მხატვარი - ვანო ჭელიძე

გენერალური მენეჯერი - ნინო ნახუცრიშვილი

პროექტი კომპანია მაგთის ხელშეწყობით შეიქმნა.

გენერალური პარტნიორი - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი

საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო ჰოლდინგი "ფორტუნა", მედია "პალიტრა", საინფორმაციო ცენტრი 118-08

პროექტის წარმდგენი: კონცეპტArt