If you can dream it, you can do it

13 ოქტომბერი 2018 20:00

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - საქართველო საპატიო მასპინძელი ქვეყანა

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - საქართველო საპატიო მასპინძელი ქვეყანა

ფრანკფურტის ალტე ოპერა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მრავალფეროვანი კულტურული პროგრამის მუსიკალური ნაწილი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი. „ალტე ოპერაში“ შეკრებილმა მსმენელმა ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები მოისმინეს. საღამო სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდმა გახსნა სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, მათ ქართული საგალობელი „რომელნი ქერუბიმთა“ (სვეტიცხოვლის მონასტრის სკოლა) და ზვიად ბოლქვაძის „განშორება“ შეასრულეს. სიმფონიურმა ორკესტრმა კი თავისი გამოსვლა ბიძინა კვერნაძის ცეკვა-ფანტაზიით დაიწყო, ასევე შესრულდა ალექსი მაჭავარიანის სიუიტა ბალეტიდან „ოტელო“. გამორჩეული ოვაციები დაიმსახურა გორის ქალთა კამერულმა გუნდმა თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით. მათ იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებები შეასრულეს. კონცერტის მეორე განყოფილება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის შედევრს – STYX-ს დაეთმო, სოლისტი აღიარებული ახალგაზრდა ალტისტი გიორგი ცაგარელი გახლდათ, რომელიც ბოლო წლებში, კომპოზიტორის თქმით, მისი ნაწარმოებების ერთერთი საუკეთესო შემსრულებელია. 

სპეციალური სტუმარი


    გიორგი ცაგარელი 

მონაწილე


    საქართველოს ეროვნული სომფონიური ორკესტრი

    დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი 

-


    გორის ქალთა გუნდი 

    ხელმძღვანელი- თეონა ცირამუა 

    ყოვლადწმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი 

    ხელმძღვანელი- სვიმონ ჯანგულაშვილი 

პროექტის წარმდგენი: ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი

პროდიუსინგი: ნინო ნახუცრიშვილი