If you can dream it, you can do it

05 ივლისი 2021 19:30

ფესტივალის გახსნა

Bad Habitz.

ფესტივალის გახსნა

არტოს ბაღი

5 ივლისს გია ყანჩელის სახელობის „არტოს ბაღში“ ყველანი ერთად აღვნიშნავთ CA Goes To ფესტივალის გახსნას.  საღამოს მთავარი გმირები იქნებიან  -  ერეკლე გეწაძე და ელენე კალანდაძე საპრემიერო პროექტით Bad Habitz.   80-იანი წლების მელოდიური ვოკოდერის ხმა  და თანამედროვე რეპის სინთეზი  Bad Habitz-ის მუსიკალურ  ფაქტურას განსაკუთრებულად საინტერესო ხდის. კოლაბორაცია  მოიცავს ჯაზის, ფანკის, EDM-ის და ჰიპ ჰოპის ელემენტებს.

ერეკლე გეწაძე   არაერთი თეატრალური  სპექტაკლის მუსიკის ავტორია, 2019 წელს ის  “Ika Awards” აღმოჩენად იქცა, 2020 წელს კი ბრიტანული რადიოს #RadioSelector კონკურსის პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა  ნომინაციაში “ხალხის რჩეული”. ის ასევე გახლდათ ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ კულტურის დაჯილდოების “ელექტრონავტი”-ს 2020 წლის აღმოჩენა.

ელენე კალანდაძესთან მისი კოლაბორაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ელენე ვოკალისტთა არერთი კონკურსის ფინალისტია, მათ შორის ისრაელის წამყვანი კონკურსის “Next Star” - ის მონაწილე, ვოკალურ-ქორეოგრაფიული სტუდია “Teen Club” - ის თანადამფუძნებელი.

5 ივლისს ფესტივალის გახსნაზე  მოსულ მსმენელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ყველა ის არტისტი, ვინც ConceptArt-ის მოძრავ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის გახსნის  ფინალი კი  რა თქმა უნდა -   Jam Session  იქნება.

იმოძრავე ჩვენთან ერთად!

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.