ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი
Silk Factory Studio
2019 წლის 26 დეკემბერს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი სილქ ფაქტორი სტუდიოს პავილიონში (კოსტავას 59) წარმოგიდგენთ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით. სოლისტი - სანდრო ნებიერიძე, ფორტეპიანო.
პროგრამა:
სერგეი რახმანინოვი - საფორტეპიანო კონცერტი N3
გია ყანჩელი - სიმფონია N1
იგორ სტრავინსკი - სიუიტა ბალეტიდან ფასკუნჯი
კონცერტის მხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt
ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია ბადაგონი
მხარდამჭერი: სასტუმრო „შოთა რუსთაველი“
საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია ჰოლდინგი პალიტრა, საინფორმაციო პორტალი 118 08