If you can dream it, you can do it

07 იანვარი 2023 19:00

City Lights

ლიზა ბათიაშვილი & ნიკოლოზ რაჭველი

City Lights

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი


7 იანვარს თბილისის ოპერის თეატრში გიწვევთ ბოლო წლების  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ალბომის City Lights -ის მიხედვით დადგმული მუსიკალური წარმოდგენის მსოფლიო პრემიერაზე. პროექტის მთავარი გმირები მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და  კომპოზიტორი, დირიჟორი  და  ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი არიან.

მიჰყევით ოცნებებს, ჩაიფიქრეთ საშობაო სურვილები და ვინ იცის, 2023 წელს თქვენთვის ძვირფას ქალაქებში როგორი ჯადოსნური თავგადასავლები გელოდებათ.

City Lights 12 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს ეძღვნება. მათ შორის არის ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ბუენოს აირესი, ნიუ იორკი, თბილისი და სხვა. თითოეული ქალაქისადმი მიძღვნილ კომპოზიციას საფუძვლად უდევს ლეგენდარული ავტორების: ბახის, დვორჟაკის, შტრაუსის, ლეგრანის, ჩაპლინის, მორიკონეს, პიაცოლას მელოდიური მასალა, რომელთა გამოყენებით ნიკოლოზ რაჭველმა შექმნა პიესები და მუსიკალური ფანტაზიები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის, ახალი ტიპის დრამატურგიითა და ორიგინალური გაორკესტრებით. საღამოს მონაწილე იქნება ქეთი მელუა მუსიკალური  ვიდეო ჩართვით ლონდონიდან, აგრეთვე, სპეციალური სტუმრები - აღარებული მუსიკოსები - მარიო სტეფანო პიეტროდარკი (აკორდეონი) და ჰერმან მეჰარი (საყვირი). 

სცენარის ავტორი და რეჟისორი - თეონა ჯორბენაძე

დამდგმელი მხატვარი - ვანო ჭელიძე

პროექტის წარმდგენები ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt” და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო ჰოლდინგი "ფორტუნა", მედია "პალიტრა", საინფორმაციო ცენტრი 118-08.

პარტნიორები: კომპანია "ავერსი" და სასტუმრო "მონოგრაფი"