"გალფის" საშობაო საჩუქარი
გია ყანჩელის უკვდავი მელოდიები და კინოჩვენება
"გალფის" საშობაო საჩუქარი
კინოთეატრი "ამირანი"
"გალფის" საშობაო საჩუქარი
გია ყანჩელის უკვდავი მელოდიები ახალი თაობის ვარსკვლავების შესრულებით და კინოჩვენება “სევდის ანგელოზები“, ფილმის ავტორი თეონა ჯორბენაძე.
ფილმის ჩვენებამდე გამართულ საშობაო კონცერტში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ცაგარელი, ცოტნე ზედგინიძე, ნუცა თოფურია, გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანნა ჭანია, სანდრო გეგეჭკორი, ნანუკა გოლიაძე, ანასტასია აღლაძე, რეზი მარშანია, დირიჟორი ვახტანგ ერქომაიშვილი.
„სევდის ანგელოზები“ გადაღებულია გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკონცერტო ტურნეს პარალელურად რამდენიმე ქალაქში (ბერლინი, ბრუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი).
ისტორიები, რომლებიც არასდროს მოგისმენიათ, კადრები, რომლებიც არასდროს გინახავთ. ფილმი მოგვითხრობს ხელოვანზე, ვისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი ღირებულება თავისუფლება იყო და სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლებისთვის მებრძოლ, უკომპრომისო პიროვნებად დარჩა.
ფილმში მონაწილეობენ: გიდონ კრემერი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და სხვა.
პროექტის ორგანიზატორები: ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt, კინოთეატრი „ამირანი“ და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.