If you can dream it, you can do it

19 ივლისი 2021 19:30

ბექა გოჩიაშვილი & ტრიო

CA Goes To

ბექა გოჩიაშვილი & ტრიო

ახალი თეატრი

19 ივლისს კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალი CA Goes To  “ახალ თეატრში” წარმოგიდგენთ საერთაშორისო აღიარების ქართველ მუსიკოსს ბექა გოჩიაშვილს, რომელიც ლეგენდარულმა ჩიკ კორეამ ცოტა ხნის წინ,  ყველაზე შთამბეჭდავ მუსიკოსთა შორის დაასახელა. საღამოში მონაწილეობას მიიღებს გამორჩეული ქართველი ბას გიტარისტი ლევან დეისაძე. ასევე, სპეციალურად ამ დღისთვის ამერიკიდან ჩამოვა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი მაიკ მიტჩელი, რომელსაც არაერთი თანამშრომლობა აკავშირებს Grammy Award-ის მფლობელ არტისტებთან. თეატრში მოსულ მსმენელს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდება, სპეციალური სტუმრის სტატუსით „ახალი თეატრის“ სცენაზე ახალი თაობის მუსიკოსი -  ლაშა დეისაძე წარსდგება.

იმოძრავეთ ჩვენთან ერთად!

პროექტი თბილისის მერიის პატრონაჟით ხორციელდება.

პროექტის წარმდგენი: Artists Union ConceptArt