If you can dream it, you can do it

18 ივლისი 2020 20:00

ალისფერი ანგელოზები

ისუნთქე

ალისფერი ანგელოზები

უღრან ტყეში / ღია ამფითეატრი წყნეთში

ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt „უღრან ტყეში“ მუსიკისა და სიტყვის სინთეზით შექმნილ პროექტს წარმოგიდგენთ (წყნეთი, ბოლო გაჩერება, სუხიშვილის ქუჩა N1).

აღიარებული არტისტების - გიორგი ცაგარელის (ალტი), გიორგი გიგაშვილის (ფორტეპიანო) და ერეკლე დეისაძის კოლაბორაცია მოიცავს არვო პიარტის, სოსო ბარდანაშვილის, რუიჩი საკამატოს, ნათია სართანიას / sTia და ასტორ პიაცოლას, ნიკოლოზ რაჭველისა და KORDZ-ის ნაწარმოებებს. აგრეთვე, პაულ ცელანის, შექსპირისა და ერეკლე დეისაძის ტექსტებს.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგური ვითარების შეცვლის ან ამინდის გაუარესების შემთხვევაში კონცერტების თარიღები შესაძლოა შეიცვალოს. სურვილის შემთხვევაში შეძენილი ბილეთების თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

პროექტის წარმდგენი: Artists Union ConceptArt