If you can dream it, you can do it

29 თებერვალი 2020 20:00

ალისფერი ანგელოზები

გიორგი ცაგარელი & ერეკლე დეისაძე & გიორგი გიგაშვილი

ალისფერი ანგელოზები

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt 29 თებერვალს თბილისის კონსერვატორიის დიდ სცენაზე მუსიკისა და სიტყვის სინთეზით შექმნილ პროექტს წარმოგიდგენთ. აღიარებული არტისტების - გიორგი ცაგარელის (ალტი), გიორგი გიგაშვილის (ფორტეპიანო) და ერეკლე დეისაძის კოლაბორაცია მოიცავს სერგეი პროკოფიევის, არვო პიარტის, დმიტრი შოსტაკოვიჩის, სოსო ბარდანაშვილის, გია ყანჩელის, რუიჩი საკამატოს, ნათია სარტანია / sTia და ასტორ პიაცოლას ნაწარმოებებს. აგრეთვე, პაულ ცელანის, შექსპირისა და ერეკლე დეისაძის ტექსტებს.

გაიმართება საგანგებოდ ამ საღამოსთვის შექმნილი ნიკოლოზ რაჭველისა და ალექსანდრე კორძაიას / KORDZ ნაწარმოებების პრემიერა.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით 

პროექტის წარმდგენი: Artists Union ConceptArt