19 იანვარი
2019
20:00
ახალი თაობის ვარსკვლავები - საქველმოქმედო კონცერტი
ფონდი იავნანა & კონცეპტArt
ახალი თაობის ვარსკვლავები - საქველმოქმედო კონცერტი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფონდ „იავნანას“ მხარდასაჭერად საფორტეპიანო მუსიკის საღამო გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდგნენ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ახალი თაობის ვარსკვლავები - სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი და გიორგი გიგაშვილი.
შესრულდა ბეთჰოვენის, რახმანინოვის, ბრამსის, შუმანის, შოპენისა და პროკოფიევის ნაწარმოებები.
აქციის შედეგად, ფონდმა „იავნანამ“ წარჩინებულ სტუდენტებს დაუფინანსა სწავლის საფასური და დაეხმარა მათ საერთაშორისო კონკურსებსა და მასტერ კლასებში მონაწილეობის მიღებაში.
მონაწილე
სანდრო ნებიერიძე (პიანისტი)
სანდრო გეგეჭკორი (პიანისტი)
გიორგი გიგაშვილი (პიანისტი)
პროდუსერი
თეონა ჯორბენაძე