Acolada
კლასიკური მუსიკა ბავშვებისთვის
Acolada
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორია
თიბისი კონცეპტი, Mastercard-ი და ხელოვანთა გაერთიანებაკონცეპტArt 21 ივნისს გთავაზობთ პროექტს - ACOLADA კლასიკური მუსიკა ბავშვებისთვის.
პროექტის მიზანია ბავშვების კომპლექსური და კრეატიული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, მუსიკის მოსმენის პარალელურად მათ ექნებათ შესაძლებლობა დახატონ თავიანთი შთაბეჭდილებები.
პროექტი გათვლილია 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მომზადებული მუსიკალური პროგრამის გარდა, წარმოგიდგენთ ჩვენს არტისტებს/მთხრობელებს, მუსიკოსები: სესილია სანებლიძე (ვიოლინო), მილენა ჯალალბეკოვა (ვიოლინო), ელენე გოგოძე (ალტი) და გიორგი გურგენაძე (ჩელო). არტისტების მიზანია მუსიკალური წარმოდგენა გახადონ ინტერაქციული და საინტერესო.
პროგრამაში გაერთიანებული იქნება ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები: გია ყანჩელი, სულხან ცინცაძე, ვაჟა აზარაშვილი, მოცარტი, ჰაიდნი და ა.შ.
პროექტისთვის ACOLADA სასცენო კოსტიუმები შექმნა დიზაინერმა ლაშა გაბუნიამ. დამდგმელი მხატვარი - ვანო ჭელიძე, კრეატიული პროდიუსერი - თეო ჯორბენაძე.
თიბისი კონცეპტის Mastercard World Elite ბარათების მფლობელებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.