If you can dream it, you can do it

სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურს - ფესტივალების გამარჯვებულია. ის ჩვეულებრივ აძლევს საფორტეპიანო სოლო კონცერტებს, ასევე ხშირად ასრულებს ორკესტრებთან ერთად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

2017 წელს, ს. რახმანინოვის ოფიციალურმა საერთაშორისო სახლ - მუზეუმმა “ ივანოვკა “, დააარსა ახალი მუსიკალური ფესტივალი “ სანდრო გეგეჭკორი სერგეი რახმანინოვთან “.

“მაღალი პროფესიონალიზმი და შესრულების მანერები - სანდრო გეგეჭკორმა ბრწყინვალედ დაამტკიცა ქართული საფორტეპიანო სკოლის შესაძლებლობები მისი შემოქმედებით “ - აღნიშნავს  რახმანინოვის საერთაშორისო სახლ - მუზეუმი “ ივანოვკა “. სანდრო გეგეჭკორს გამოსვლები ჰქონდა მსოფლიოს რამდენიმე ბრწყინვალე საკონცერტო დარბაზში : სამეფო კონცერტგებაუს დარბაზი (ამსტერდამი), კაიზერის დარბაზი (ვენა), ნანჯინგის საკონცერტო დარბაზი (ნანჯინგი). ახალგაზრდა პიანისტს უკვე გაუმართავს კონცერტები, როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებში - ავსტრია, ნიდერლანდები, იტალია, აშშ, ჩინეთი, სომხეთი, საქართველო და ა.შ. სანდრო ასევე თანამშრომლობს ამსტერდამკYTO ორკესტრთან, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან.

მას მიღებული აქვს :

პირველი პრემია და სპეციალური პრიზი ა. ბაბაჯანიანის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (ერევანი)

გრან-პრი და სპეციალური პრიზი ფოირიხის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (ვენა)

გამარჯვებულის ტიტული კლოდიტ სორელის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (ნიუ იორკი)

ლაურეატობა და რამდენიმე სპეციალური პრიზი ბრეშას პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (ბრეშა)

მესამე პრემია შოპენის პიანისტთა რესპუბლიკურ კონკურსში (თბილისი)

მესამე პრემია თ. ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (ბორჯომი)

სანდრო გეგეჭკორს უახლოეს მომავალში ექნება კონცერტი ბრწყინვალე დირიჟორთან, მიხეილ ზემცოვთან და ამსტერდამის YTO ორკესტრთან ერთად ფესტივალის “ამსტელველდის კლასიკა” ფარგლებში. ის მიწვეულია კონცერტებით საფრანგეთში, კანადაში, ჩინეთში, ესპანეთში და სხვ