მოცეკვავე / ევროპის თასის მფლობელი ახალგაზრდებში.
2016 წელს დაასრულა სულხან ცინცაძის სახელობის #16 ხელოვნების სკოლა ფორტეპიანოს განხრით. 2011 - 2015 წ. ქართული კლასიკური და მსოფლიო ცეკვის ხელოვნებას დაეუფლა „ცეკვის აკადემიაში“ , სადაც 2012 წელს წლის საუკეთესო მოცეკვავის ტიტულით დააჯილდოვეს.
2014-2017 წ. ცეკვავდა სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდიაში „პრაიმ დენსი“ სალომე ჭაჭუას ხელმძღვანელობით. 2014 წლიდან არის მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. საქართველოს თასის 6 გზის და კავკასიის თასის 3 გზის მფლობელი. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სარეიტინგო ტურნირზე მოპოვებული აქვს ოცდაორი - პირველი, ხუთი -მეორე და სამი მესამე ადგილი.
არის 2019 წლის ევროპის თასის ჩემპიონატის გამარჯვებული ახალგაზრდებში.
პროექტის „შენ შეგიძლია ცეკვა“ 2016 წლის ნახევარ ფინალისტი.
დღემდე არის სალომე ჭაჭუას სტუდიის „პრაიმ დენსი“ წამყვანი მოცეკვავე და სტუდიის მთავარი ქორეოგრაფის ასისტენტი.