If you can dream it, you can do it

სცენარისტი / პროდუსერი / რეჟისორი 

ხელოვანთა კავშირის კონცეპტArt დამფუძნებელი & საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" თანადამფუძნებელი 

ადრეული ასაკიდან სწავლობდა მუსიკას,  დაამთავრა მე-2 მუსიკალური სასწავლებელი, თუმცა საბოლოოდ, სცენარისტის პროფესია აირჩია და 1997 წელს დაამთავრა საქართველოს ხელოვნების ინსტიტუტის თეატრალური ფაკულტეტი. მოგვიანებით, მაგისტრატურა -  დოკუმენტური კინოს რეჟისურა, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო  უნივერსიტეტი.

1995-1998 წლებში იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის "კვირის ფოსტა" ავტორი და კულტურის გვერდის რედაქტორი. 

1996 წლიდან  ავტორად და რედაქტორად მუშაობდა ცენტრალური ტელევიზიის „მეორე არხზე“. აგრეთვე, ლიტერატურული ნაწილის გამგედ და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელად ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში. 

არის 50-მდე საგაზეთო სტატიისა და თეატრალური რეცენზიის  ავტორი.  გადაღებული აქვს რამდენიმე ვიდეოკლიპი,  სატელევიზიო ფილმები „მე-14 საპყრობილე“, „წონასწორობა“, „17 მაისი - დაუსრულებელი სიმფონია“, "სევდის ანგელოზები".

2000- 2003 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სტუდია აუდიენციის ერთობლივი სატელევიზიო პროექტის „მიამბეთ თქვენზე“ 40 ფილმის სცენარსტი.

1998-2011 წლებში სცენარისტად და პროდუსერად მუშაობდა გერმანული ორგანიზაცია "მელხიორსგრუნდის" მიერ საქართველოს, გერმანიას, პოლონეთსა და ბოსნიაში განხორციელებულ საერთაშორისო თეატრალურ პროქტებში „კავკასიური ცარცის წრე“, „კაბარე“, „კარგი დროება“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“.

2004 წლიდან დღემდე არის პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „იავნანა“ სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი სცენარითა და პროდიუსინგით 100-ზე მეტი სატელევიზო მარათონი და გალა-კონცერტი გაიმართა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ცნობილ თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში (Grand Teatre del Liceu, Israeli Opera  The Athens Concert Hall Megaron, Paris Salle Pleyel , Strasbourg concert hall, Hamburg  Elbphilharmonie and ect.) ფონდის მხარდამჭერ საქველმოქმედო საღამოებში მონაწილეობდნენ და სოლო-კონცერტებს მართავდნენ ლეგედარული არტისტები: მონსერატ კაბალიე, პლასიდო დომინგო, ფერუჩო ფურლანეტო, დოლორა ზაჯიკი, რენატო ბრუზონი, ჯუზეპე ჯაკომინი, დიმიტრი ხვოროსტოვსკი, ევგენი კისინი, მიშელ კრაიდერი, მარჩელო ალვარესი, რამონ ვარგასი, ამბროჯიო მაესტრი და სხვა. 

იყო გენერალური პროდუსერი სახელგანთქმული მუსიკოსების სოლო-პროექტებისა:  პაატა ბურჭულაძე, ქეთი მელუა, მიშელ ლეგრანი, კრის ბოტი, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, ლიზა ბათიაშვილი, თამარ ივერი, ნანი ბრეგვაძე,  გია ყანჩელი, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, ბექა გოჩიაშვილი და სხვა.

თეონა ჯორბენაძეს მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, 2012 წლიდან ორკესტრის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრია.

2014 წელს მან დაარსა ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt, რომლის პირველივე პროექტი, თეატრალური წარმოდგენა „მეხსიერების ბარათი - მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ პოპულარობითა და გაყიდული ბილეთების რაოდენობით უპრეცენდენტოდ იქცა საქართველოში.

2016-18 წლებში გია ყანჩელის შესახებ გადაღებული მისი დოკუმენტური ფილმი „სევდის ანგელოზები“ ნაჩვენები იყო ბათუმის საერთაშორისო კინო ფესტივალზე „Biaff” და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი ასევე სელექცირებული იყო Amsterdam Lift-Off Film Festival Online ფესტივალზე.

2017 წლის 20 ივნისს  გაიმარჯვა მედია-ჰოლდინგ „ფორტუნას“ ყოველწლიური დაჯილოვების ცერემონიის „ოქროს ტალღა“ ნომინაციაში -  წლის საუკეთესო პროდუსერი.

2019 წელს დაარსა კლასიკური მუსიკის ფესტივალი The New Generation Music Festival.